Главная > ბოლნისი > დავით შერაზადიშვილი და გოგი მეშველიანი შემოდგომის ფესტივალს „ჩვენი საქართველო აქ არის“ დაესწრო

დავით შერაზადიშვილი და გოგი მეშველიანი შემოდგომის ფესტივალს „ჩვენი საქართველო აქ არის“ დაესწრო


4-11-2023, 13:07. Разместил: mariko

დავით შერაზადიშვილი შემოდგომის ფესტივალს „ჩვენი საქართველო აქ არის“ დაესწრო

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში შემოდგომის ტრადიციული ფესტივალი სახელწოდებით „ჩვენი საქართველო აქ არის“ გაიმართა. ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა შემეცნებითი აქტივობები, საქართველოს კუთხეების ტრადიციები და ფოლკლორი წარმოადგინეს.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე ესწრებოდნენ.


Вернуться назад