Главная > ბოლნისი / სიახლეები > ბოლნისში მერვე კლასელმა გოგონამ ბავშვი გააჩინა

ბოლნისში მერვე კლასელმა გოგონამ ბავშვი გააჩინა


18-10-2023, 17:22. Разместил: mariko
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელში ნახიდურის მცხოვრებმა მერვე კლასელმა გოგონამ ბავშვი გააჩინა - ინფორმაციას რადიო ,,მარნეული” სამოქალაქო აქტივისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია, ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც 14 წლის გოგომ იმშობიარა.

როგორც ჩვენი წყარო იტყობინება, გოგო სოფელ ნახიდურის სკოლაში 2022 წლამდე ირიცხებოდა , ერთი წლის წინ გოგონას დედამ განცხადება დაწერა და სკოლიდან გაიყვანა. ერთი წელია ის სკოლის სიიდან ამორიცხულია.
რადიო WW ცდილობს დეტალური ინფორმაცია სამართალდამცავი უწყებებიდანაც მოიპოვოს. ამ დრომდე უცნობია მარნეულის მუნიციპალიტეტის, რომელ კლინიკაში იმშობიარა 14 წლის მოზარდმა.
შსს - ს კი ამ დრომდე არ გაუვრცელებია ოფიციალურ განცხადება მომხდართან დაკავშირებით.
ცნობილია, რომ მიმდინარეობს .გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკის მიუღწევლის სხეულში.

Вернуться назад