Главная > ბოლნისი > ბოლნისის ტურისტული გზამკვლევი დაიბეჭდა

ბოლნისის ტურისტული გზამკვლევი დაიბეჭდა


1-02-2021, 12:51. Разместил: mariko
ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესახებ ინგლისურენოვანი ტურისტული რუქა/გზამკვლევი მომზადდა და დაიბეჭდა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში, ბოლნისის ტურისტული რუქა და გზამკვლევი დაიბეჭდა. გაიდლაინი ინგლისურენოვანია და მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტებია დატანილი.

ინგლისურენოვანი გზამკვლევი უცხოელ ტურისტებს აძლევს შესაძლებლობას ბოლნისის ტურისტული პოტენციალის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ.
ევროკავშირისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტის, „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ერთ-ერთი კომპონენტი ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა იყო.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავდა „კატერინენფელდის“ მარკეტინგული სტრატეგია, ძველ გერმანულ უბნებში კი დამონტაჟდა ტურისტული მარკირების ნიშნები და ლაითბოქსები.

წყარო: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია

Вернуться назад