Главная > ბოლნისი / კულტურა > ბოლნისის კულტურის სახლში „ბიგ-ბენდი 19“-სა და ბავშვთა კამერული ანსამბლის კონცერტი გაიმართა

ბოლნისის კულტურის სახლში „ბიგ-ბენდი 19“-სა და ბავშვთა კამერული ანსამბლის კონცერტი გაიმართა


22-05-2023, 21:16. Разместил: mariko

ბოლნისის კულტურის სახლში „ბიგ-ბენდი 19“-სა და ბავშვთა კამერული ანსამბლის კონცერტი გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, „ბოლნისის კულტურის ცენტრის“ მხარდაჭერითა და კომპოზიტორ ლევან ქუქჩიშვილის ინიციატივით, ქალაქ თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლის „ბიგ-ბენდი 19“-სა და ბავშვთა კამერული ანსამბლის კონცერტი გაიმართა.

კონცერტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, თეთრიწყაროს მერი გიორგი წიკლაური და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა კობა ჟღენტმა, ღონისძიების მსვლელობისას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის სამადლობელი სიგელი გადასცა


Вернуться назад