Главная > ბოლნისი / განათლება > პროგრამა , რომელიც მოქალაქეებს სასუალებას აძლევს მოიპოვონ გრანტი და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ

პროგრამა , რომელიც მოქალაქეებს სასუალებას აძლევს მოიპოვონ გრანტი და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ


5-04-2023, 12:56. Разместил: mariko
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს, რომლის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ გრანტი და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ, როგორც აკადემიური უმაღლესი განათლების პროგრამებზე, ასევე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე.

🔹 სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ამა წლის 1 მარტს გამოაცხადა სასტიპენდიო პროგრამები: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2023-2024,

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა 2023-2024, საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2023-2024, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024. ეს უკანასკნელი გულისხმობს საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებულთათვის

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების დაფინანსებას კონკურსის წესით.
🔹კონკურსანტის მიერ შერჩეული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს, არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის ხანგრძლივობის.

✍️ განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით.

საკონკურსო პირობების და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე iec.gov.ge.

Вернуться назад