Главная > ბოლნისი / განათლება > სკოლა ,,დავითიანში" გენდერული ზალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამოანიაზე და ზალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრეს

სკოლა ,,დავითიანში" გენდერული ზალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამოანიაზე და ზალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრეს


7-12-2022, 01:22. Разместил: mariko
სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმამ” დღეს პროექტის „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა განათლებისა და საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში შეხვედრა გამართა კერძო საშუალო სკოლა "დავითიანის” მოსწავლეებთან.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა ტრენერმა, უფლებადამცველმა მარინე ბჟალავამ სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრეს ადამიანის უფლებებზე, გენდერულ თანასწორობასა და განათლების უფლებაზე. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიაზე, რომელიც მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.

ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ თემის განხილვის პროცესში - გააჟღერეს საკუთარი მოსაზრებები თუ რას ნიშნავს მათთვის თანასწორობა, რამდენად მნიშვნელოვანია უფლებებისა და მოვალეობების თანაბრად გადანაწილება, რა არის თავისუფლება.

შეხვედრას ორგანიზრბული იყო სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის მიერ, პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს „ქალთა ფონდი საქართველოში“ - Women's Fund in Georgia.

Вернуться назад