Главная > ბოლნისი / საზოგადოება > სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა სოფლად მცხოვრები ქალების დღეს ღონისძიებით აღნიშნავს

სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა სოფლად მცხოვრები ქალების დღეს ღონისძიებით აღნიშნავს


12-10-2022, 21:23. Разместил: mariko
15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიების ფარგლებში მოხდება ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეების დაჯილდოება სამ კატეგორიაში (ესე, ნახატი, ფოტო) .

აგრეთვე, სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა ღონისძიებაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 5 საინტერესო ქალს გააცნობს საზოგადოებას.

შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

Вернуться назад