Главная > ბოლნისი > ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში HEKS-EPER Georgia-მ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტეებთამ. 

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში HEKS-EPER Georgia-მ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტეებთამ. 


19-09-2022, 11:56. Разместил: cira mgvdeladze

დღეს 19 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტეის მერმა დავით შერაზადიშვილმა და HEKS-EPER Georgia-მ ხელი მოაწერეს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს.

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით HEKS-EPER Georgia  და მუნიციპალიტეტი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გააძლიერებენ სამოქალაქო საზოგადოებას და ხელს შეუწყობენ მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების პროცესებში.

მემორანდუმის თანახმად, მერიები იღებენ ვალდებულებას, რომ მხარს დაუჭერენ პროექტით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობების შეუფერხებლად განხორციელებას:


  • ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგეწნლების სხვადასხვა საგანმანათლებლო/საინფორმაციო აქტივობებში მონაწილეობას;
  • მონაწილეობითი და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის დაგეგმისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და ადვოკატირების კამპანიების მოთხოვნების გათვალისწინებას გენდერული ბიუჯეტირებისა და პოლიტიკის შეფასების მიზნით. 
  • HEKS-EPER Georgia იღებს ვალდებულებას, რომ: უზრუნველყოფს საზოგადეოების ინფორმირებას პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
  • ხელს შეუწყობს პროექტის მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელთა აქტივობებში ჩართულობას;
  • მხარს დაუჭერს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის საპროექტო ინიციატივების განხორციელებას;

    აღნიშნული მემორანდუმი მოიაზრებს მხარეთა უფლებამოსილოი წამომადგენელების ეფქტიან თანამშრომლობას, მათ პერიოდულ შეხვედრებს, მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და შესაბამის ერთობრივი დასკვნების, რეკომენდაციებისა და სამუშაო გეგმების შემუშავებას. 

    პროექტი ''სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის,,

    ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით HEKS-EPER-ის მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან - სამოქალაქო ინტერგრაციის ფონდი (CIF-ქვემო ქართლი), სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF-სამცხე-ჯავახეთი) თანამშრომლობით.

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში HEKS-EPER Georgia-მ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტეებთამ. 


Вернуться назад