Главная > ბოლნისი > CENN, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, რუსთავში მოქმედ SDG-ების ადგილობრივ დონეზე დანერგვის შესახებ ორ დღიანი შეხვედრა იმართება

CENN, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, რუსთავში მოქმედ SDG-ების ადგილობრივ დონეზე დანერგვის შესახებ ორ დღიანი შეხვედრა იმართება


14-07-2022, 14:19. Разместил: XSETUS

⭕️CENN, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, რუსთავში მოქმედ SDG-ების ადგილობრივ დონეზე დანერგვის შესახებ ორ დღიანი შეხვედრა იმართება


⭕️13 და 14 ივლისს, CENN -მა რუსთავის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რუსთავის ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” ტრენინგ-შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად შეკრიბა.


⭕️შეხვედრის მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ადგილობრივ დონეზე დანერგვის შესაძლებლობების განხილვა.


⭕️ტრენინგი ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას მდგრადი განვითარების მიზნებისა და მათ მნიშვნელობაზე, მიზნების მიღწევის პროცესებში სამოქალაქო სექტორის როლსა და შესაძლებლობებზე. ტრენინგის მიზანია მუნიციპალიტეტის არასახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს შესთავაზოს ქმედითი ნაბიჯები და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები SDG-ების ადგილობრივ დონეზე დანერგვის პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.


⭕️შეხვედრაზე დაფარული პრაქტიკული აქტივობები მნიშვნელოვანია ნებისმიერ თემატურ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო აქტივისტების, მედიის, საინიციატივო ჯგუფებისა და სხვა არასახელმწიფო დაინტერესებული მხარეებისთვის.


⭕️შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ გრძელვადიან მრავალსექტორულ თანამშრომლობაში საკუთარი მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისათვის.


⭕️ტრენინგი დაგეგმილია პროექტის „SDG-ების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების, ნაციონალიზაციისა და მუნიციპალურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობას. პროგრამას ფინანსური მხარდაჭერას უწევს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით. CENN- ის პროექტი მიმართულია ისეთი ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რომლებიც ქვეყნის მიერ მდგრადი განვითარების მიზნებისაკენ გადადგმული ნაბიჯების გრძელვადიან მდგრადობას უზრუნველყოფენ.


⭕️2030 წლის დღის წესრიგის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობის და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას, რაც ცნობილია ლოკალიზაციის სახელით. ლოკალიზაცია (ადგილობრივ დონეზე დანერგვა) ნიშნავს ადგილობრივი აქტორების (მაგ. ადგილობრივი თვითმმართველობები, სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესი, მოქალაქეები და ა.შ.) გაძლიერებას და ხელშეწყობას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მდგრადი განვითარების მიღწევის პროცესში. SDG-ების ადგილობრივ დონეზე დანერგვის პროცესი ხელს უწყობს ადგილობრივ განვითარებას და პასუხობს თემის საჭიროებებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.


CENN, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, რუსთავში მოქმედ SDG-ების ადგილობრივ დონეზე დანერგვის შესახებ ორ დღიანი შეხვედრა იმართება



Вернуться назад