Главная > ბოლნისი > ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩამდინარ წყლებთან დაკავშირებული სამუშაოების, შიდა გზაზე სანიაღვრისა და მიერთების მოწყობისთვის დღეს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე ტენდერი გამოაცხადა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩამდინარ წყლებთან დაკავშირებული სამუშაოების, შიდა გზაზე სანიაღვრისა და მიერთების მოწყობისთვის დღეს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე ტენდერი გამოაცხადა.


10-06-2022, 19:15. Разместил: cira mgvdeladze

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩამდინარ წყლებთან დაკავშირებული სამუშაოების, შიდა გზაზე სანიაღვრისა და მიერთების მოწყობისთვის დღეს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე ტენდერი გამოაცხადა.


ტენდერის განმარტებით ნაწილში ვკითხულობთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია 26 300 ლარს დახარჯავს:


1. სოფელ რატევანში შიდა გზაზე სანიაღვრე არხის მოწყობისთვის,
2. ქალაქ ბოლნისში ს.ს.ი.პ იუსტიციის სახლის შენობის ქვეშ გამავალი არსებული სანიაღვრე ქსელის კოლექტორზე დაერთებისთვის და
3. ქალაქ ბოლნისში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების უზრუნველყოფისთვის.
რადიოWW-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც გულისხმობდა მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო სისტემის მიერ, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტირიაზე, საცხობისა და ხილბოსტნეულის მაღაზიასთან, ნაჟური და ჩამდინარი წყლების გამო შექმნილი ანტისანიტარიის მოწესრიგებას, დღეს ბოლნისის მერიამ ნამდვილად გამოაცხადა ტენდერი, თუმცა აღნიშნული ტენდერი მოიცავს ორ კონკრეტულ ობიექტს:
1. იუსტიციის სახლის ქვეშ არსებული სანიაღვრე ქსელის კოლექტორთან დაერთებას;
2. სოფელ რატევნის შიდა გზაზე სანიაღვრის მოწყობას.
რაც შეეხება მესამე ლოკაციას, მითითებულია ზოგადად სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა, ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე, სადაც სანიაღვრის მოწყობა უნდა მოხდეს. შეგახსენებთ, აღნიშნული ქუჩა მინიმუმ სამ კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს.
რამდენად მოხდება აღნიშნული ტენდერით იმ პრობლემის აღმოფხვრა , რომელზეც რადიო WW გუშინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერდა, ამის დადგენა ჯერ შეუძლებელია.
ტენდერი დღეს გამოცხადდა , განაცხადების მიღებას მერია 19 ივნისიდან დაიწყებს და 22 ივნისს დაასრულებს. სამუშაოებისთვის 160 დღეა გამოყოფილი.
რადიო WW კი ტენდერის განხორციელების პროცესს მონიტორინგს გაუწევს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩამდინარ წყლებთან დაკავშირებული სამუშაოების, შიდა გზაზე სანიაღვრისა და მიერთების მოწყობისთვის დღეს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე ტენდერი გამოაცხადა.

Вернуться назад