Главная > ბოლნისი > გოგი მეშველიანი პარლამენტში უკრაინელ ბიზნესმენს შეხვდა

გოგი მეშველიანი პარლამენტში უკრაინელ ბიზნესმენს შეხვდა


25-05-2022, 08:38. Разместил: cira mgvdeladze

პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, N14 საარჩევნო (ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა) ოლქის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი საქართველოს პარლამენტში უკრაინელ ბიზნესმენს ილია მიშენკოს და მის მიერ დაფუძნებული კომპანიის GU Fruit-ის წარმომადგენელს ზურაბ ლომსაძეს შეხვდა.


შეხვედრაზე სამაცივრე მეურნეობის გაფართოების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.


შეგახსენებთ, რომ კომპანია GU Fruit-ის მიერ 33 ჰექტარზე გაშენებულია ვაშლის ბაღი, რომელიც მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციაა ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის და კომპანიაში დასაქმებული ადგილობრივებისთვის. კომპანია წლის განმავლობაში 40 ტონამდე პროდუქციას იღებს. ბაღი 2012 წელს გაშენდა.


Вернуться назад