დავით შერაზადიშვილმა წინა საარჩევნო კამპანია დაიწყო

ნანახია: 511
სრული ინფორმაცია

ბოლნისში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, დავით შერაზადიშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო.

მერობის კანდიდანტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფლებში: ზემო და ქვემო არქევანში  მოსახლეობას შეხვდა. კამპანიის ფარგლებში, დავით შერაზადიშვილმა ისაუბრა იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომლებიც ამ დროისთვის ბოლნინის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს აწუხებთ.

მერობის კანდიდატი მოსახლეობას გამოწვევების, მათ შორის სასმელი და სარწყავი წყლის პრობლების მოგვარებას დაჰპირდა.

,,საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვიმყოფებოდით დაბა თამარისში, სოფელ ცურტავასა და ფარიზში. მაჟორიტარობის კანდიდატ ვუგარ ისაევთან ერთად, შევხვდით ადგილობრივებს, მოვისმინეთ მათი საჭიროებები.

ჩემთვის თითოეული მოქალაქის საჭიროება კარგად არის ცნობილი, ამ ადამიანებთან გვქონდა და გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, მაქვს ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ დღეს არსებული გამოწვევები შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად იყოს მოგვარებული."- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

დავით შერაზადიშვილმა წინა საარჩევნო კამპანია დაიწყო


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."