ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ,,ქართულმა ოცნებამ" დავით შერაზადაშვილი წარადგინა

ნანახია: 560
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად პარტიამ ,,ქართული ოცნება" უკვე მესამედ, ბოლნისის მოქმედი მერი დავით შერაზადიშვილი წარადგინა.
აღნიშნული ინფორმაცია დავით შერაზადაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ძვირფასო მეგობრებო, მოგეხსენებათ, პარტიამ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კიდევ ერთხელ წარმადგინა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის.
იყო ხალხის სამსახურში არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვგრძნობ და მსურს, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის კიდევ მეტი შრომა გავწიო. ჩემი მუნიციპალიტეტის თითოეული პრობლემა ისევე მაწუხებს და ისევე მტკივა, როგორც თითოეულ ბოლნისელს.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განვახორციელეთ, გამოწვევები კიდევ ბევრია, ამიტომ, მჯერა, თქვენი ჩართულობით, ერთად შევქმნით მომავლის მუნიციპალიტეტს!"- წერს დავით შერაზადიშვილი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ,,ქართულმა ოცნებამ" დავით შერაზადაშვილი წარადგინა




    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."