ბოლნისის მერი ნახიდურში შიდა ცენტრალურ გზაზე, ასფალტის დაგების დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.

ნანახია: 615
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ნახიდურში, სოფლის შიდა ცენტრალურ გზაზე, ასფალტის დაგების დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სოფელში 600 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 272 988 ლარი შეადგინა.

„სოფელ ნახიდურში კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 600 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. ჩვენი ამოცანაა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით კი სოფლებში, გზები სწრაფად მოვაწესრიგოთ. ამ მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ვფიქრობ, მოწესრიგებული გზები მუნიციპალიტეტის განვითარებაზე უდავოდ დადებითად აისახება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."