რადიომ WW ,,ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს IWPR" უმასპინძლა

ნანახია: 702
სრული ინფორმაცია

დღეს რადიო WWის ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის IWPR  წარმომადგენბლები სტუმრობდნენ. შეხვედრას ადგილობრივი მედიის, რადიოსა და გაზეთის ჟურნალისტები ესწრებოდნენ. IWPR-ის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ორი მიმდინარე პროგრამა წარუდგინეს ,,პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში", რომლის ერთ-ერთი თანაპარტნიორია ევროკავშირი და კონფლიქტების გაშუქება რეგიონული ჭრილიდან. 

რადიომ WW ,,ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს IWPR" უმასპინძლა

ომის და მსვიდობის გაშუქების ინსტიტუტი IWPR საერთაშორისო არაკომერციული მედია ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს იმ ქვეყნებსა და რეგიონებში , სადაც კონფლიქტებით დაზარალებული ტერიტორიებია, სადაც მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები ან ახლაც მიმდინარეობს. IWPR-ის კავკასიის ბიური საქართველოშია საიდანაც ბელარუსისა და მოლდოვის მოვლენების გაშუქებაც ხდება.

ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ,,ომის და მშვისობის გაშუქების ინსტიტუტი" მუშაობს, ორგანიზაცია აძლიერებს ჟურნალისტებს და ეხმარება რეგიონულ მედია საშუალებებს განვითარებაში. რადიო WW-ში IWPR-ის სტუმრობის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ  რეგიონულ მედიებს მისცენ საშუალება  სხვადასხვა პროგრამაში ჩართვის, ჟურნალისტებს კი გაძლიერების და კვალიფიკაციის ამაღლების. 

შეხვედრაზე ჟურანლისტებმა მიიღეს ინფორმაცია და პროგრამებში ჩართვის სურვილიც გამოთქვეს. 

[]


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."