ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს „ 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის" დოკუმენტი დაამტკიცა

ნანახია: 419
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის" დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა განიხილა.

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, საკრებულოს სხდომაზე მოხსენებით წარდგა მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი გიორგი საცკოვი, რომელმაც ახალგაზრდულ საკითხებში მერის თანაშემწე სალომე საღინაძესთან ერთად დეპუტატებს დოკუმენტი და გეგმა გააცნო.

ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმას სხდომაზე მყოფმა ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დოკუმენტი მიზნად ისახავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-29 წლის ახლგაზრდებისთვის შექმნას თანაბარი, ხელმისაწვდომი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მათ წანაშე არსებული გამოწვევების, სირთულეების დაძლევას, ახალგაზრდების განვითარებასა და მათ ჩართულობას მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.

„აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის დამტკიცებამდე მოეწყო მისი საჯარო განხილვაც, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები, საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია“ და სამოქმედო გეგმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მომზადდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები აგვისტოში დასრულდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."