,,ასაფრენი ზოლი თავისუფალი გაქვთ ქალთა უფლებების დასაცავად და თავისუფალი ხმის გასავრცელებლად“, - მანანა გიგინეიშვილი.

ნანახია: 549
სრული ინფორმაცია

,,რადიო WW-ის შემოსვლა პირველ რიგში საზოგადოებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომელმაც უნდა იცოდეს ვის მიაწვდინოს ხმა“, -ეს განცხადება ყოფილმა ჟურნალისტმა და რეგიონული რადიოს რედაქტორმა მანანა გიგინეიშვილმა რადიო WW-ის  გადაცემა ,,ამბები დილიდან“ ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, ბოლნისის ქალთა რადიო WW ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არამხოლოდ ქალთა უფლებების დაცვის პროცესში, არამედ გენდერული საკითხების წინ წამოწევაში.

,,ძალიან მნიშვნელოვანი მისია გაქვთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თქვენი რადიოს როლი, იმაშია რომ ქალების ხმა მეტად იქნება გაჟღერებული,  მათი პრობლემების, უფლებების შესახებ მეტი ინფორმაცია გავრცელდება. მივესალმები ამ წამოწყებას“, - განაცხადა მანანა გიგინეიშვილმა.  

ქალთა რადიომ WW დღეს მაუწყებლობა დაიწყო და  პირველი ეთერი გადაცემით ,,ამბები დილიდან" გახსნა . გადაცემის სტუმრებმა ახალი რადიოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ქალთა რადიოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილეს ყურადღება.

ბოლნისის სათემო ,,ქალთა რადიო WW” ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო” დააფუძნა 2019 წელს ქალთა გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ქალთა რადიო WW - ის მიზანია იმ გარემოს შეცვლა, რომელიც გამორიცხავს ეთნიკური უმცირესობების თემში ადრეულ ქორწინებას, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვერები ქალების გაძლიერებას, გოგონების უწყვეტი განათლების მიღებას. სექსუალური და რეპროდუქციული განათლების დანერგვას სკოლებში. სათემო რადიო მისი მაუწყებლობის არეალში მხარს დაუჭერს ქალთა ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."