,,ინდიგო" ბოლნისის კინოთეატრის გადარჩენისთვის იბრძვის

ნანახია: 790
სრული ინფორმაცია

,,ვერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრის გადასარჩენად", - ამ ჰეშთეგით რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდების ჯგუფმა სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო და 7 მარტს კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით დაასრულა კიდეც. მათ საქმიანობას ორგანიზაცია ინდიგო ფეისბუქის საკუტარ გვერდზე გამოეხმაურა და მხარდაჭერაც გამოხატა. 
,,ბოლნისის კინოთეატრი მაშინ დაილუქა საბოლოოდ, როდესაც იქ გახსნილი ადგილობრივი რადიოსტუდიაც დახურეს. მას შემდეგ ის მდუმარედ დგას ქალაქის ცენტრში და ბოლნისელებს წარსულს ახსენებს.

შენობის კედლებს ნესტი ჭამს, სახურავიდან დარბაზებში წყალი ჩადის. კინოთეატრის ეზო გუშინ დილამდე ეკალ-ბარდით იყო სავსე.

7 მარტს ამ ეზოში ოცამდე ახალგაზრდა ტრიალებდა, ბაღის იარაღებით ხელში. საღამოსკენ ეზო სულ გაიწმინდა ეკლიანი ბუჩქებისაგან და გამოჩნდა სივრცე, რომელმაც მომავალში ძალიან ბევრი რამე შეიძლება დაიტიოს.

ბოლნისის კინოთეატრის გარშემო ეს ახალგაზრდები და მათი მეგობრები ჯერ კიდევ 2014 წელს შეიკრიბნენ. ბევრი თავშეყრის, დისკუსიების, დალაგების აქციების და ხელმოწერების შედეგად, კინოთეატრის შენობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მუნიციპალიტეტს დაუბრუნა. კინოთეატრის აღდგენის სურვილი მუნიციპალიტეტმაც გამოთქვა, მისი შეფერხების მიზეზად კი მხოლოდ არასაკმარისი რესურსები დაასახელა.

2020 წელს ინდიგო სწორედ ამ ახალგაზრდების ჯგუფს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს დაუკავშირდა და კამპანიის გაგრძელება შესთავაზა. Europe Foundation • ევროპის ფონდის დახმარებით, ჯგუფი ხელახლა შეიკრიბა და მუშაობაც განახლდა.

7 მარტის საღამოს, კედელზე აყუდებულ ეკრანზე პირველად, სიმბოლურად განათდა წარწერა: „ვერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრისთვის“. ამ დროისათვის ჯერ სულ ორმოცდაათამდე ვართ, მაგრამ შემდეგი შეხვედრისთვის უკვე გაცილებით მეტს გელოდებით.

გამოგვყევით და გზადაგზა გაგიზიარებთ სიახლეებს, თავგადასავლებს, რასაც გადავაწყდებით. ჩვენი მიზანია ვიპოვნოთ გზები და თანამონაწილეობის გამოცდილება, საჯარო სიკეთისათვის გაერთიანებული ხალხის ძალისხმევა მნიშვნელოვან საქმედ დარჩეს.

მალე ვასრულებთ მუნიციპალური კინოსა და რეგიონული კულტურის სახლების შენობების აღწერასაც და გამოვაქვეყნებთ რუკას, სადაც ქვეყნის მასშტაბით, მათი ადგილმდებარეობა და დღევანდელი ფუნქციაა მითითებული.

ამ პროცესის ბოლოს ჩვენ დავინახავთ რეალურ პერსპექტივებს - გვეცოდინება სად არის კიდევ შანსი ეს შენობები ძიების, ახალი იდეების და ცოდნის გაზიარების სივრცეებად იქცეს."- წერია ინდიგოს ფეისბუქ გვერძე.

,,ინდიგო" ბოლნისის კინოთეატრის გადარჩენისთვის იბრძვის



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."