ტრენინგ-ვებინარს ,,სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე" აზერბაიჯანული თემის შემდეგ, სომხური თემი დაესწრო

ნანახია: 657
სრული ინფორმაცია

ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო"მორიგი ტრენინგ- ვებინარი გამართა თემაზე: სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე.

 15 თებერვალს Zoom პლატფორმის საშუალებით, ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" ონლაინ ტრენინგ-ვებინარი გამართა თემაზე: ,,სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე, როგორც დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ქმედება. გენდერული დისკრიმინაციის ცნება შრომით ურთიერთობებში, კანონმდებლობა და სექსუალური შევიწროების ამკრძალავი მექანიზმები"

ვებინარის მონაწილეებმა, სომხურენოვანი თემის წარმომაგენლებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: დასაქმების ადგილებში გენდერული დიკრიმინაცია და სექსუალური შევიწროების არსებობა, რომელიც ქალებისთვის ქმნის მტრულ გარემოს და ხელს უშლის მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.

ტრენინგ-ვებინარში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლში მცხოვრებ აქტიურ ქალებსა და ეთნიკურად სომხური თემის წარმომადგენლებს, ქვემო ქართლის მასშტაბით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, სათემო ცენტრებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ ან დაინტერესებულნი არიან ქალთა შრომითი უფლებების საკითხებით.

ვებინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და დისკუსიის ფორმატმა საშუალება მისცა მონაწილეებს ტრენინგის თემა პრაქტიული მაგალითებით გაეშალათ. 

ტრენინგზე მიღებული ცოდნა და ინფომაცია მონაწილეებს დაეხმაება კიდევ უფრო ინფორმირებულები გახდნენ და საჭირო ცოდნა გამოიყენონ, როგორც სამუშაო პრაქტიკაში, ისე საკუთარ თემში. მუნიციპალურ დონეზე უზრუნველყონ ქალთა შრომითი ურთიერთობების კუთხით ადვოკატირების კამპანიები.

ტრენონგ-ვებინარი გაიმართა ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციის ,,ქალი და სამყარო" პროექტის: “ქალთა კოალიცია და ქალთა რადიო WW შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის პრევენციისთვის“ ფარგლებში, რომელიც
ქალთა ფონდი საქართველოში და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანია ქალთა ჩართულობით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში.

ტრენინგ-ვებინარს ,,სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე" აზერბაიჯანული თემის შემდეგ, სომხური თემი დაესწრო




        მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალთა კოალიცია და ქალთა რადიო WW შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის  პრევენციისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და                           სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."