ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სოფელ ტანძიაში ფესტივალი „საბაობა 2025“ აღინიშნა

ნანახია: 34
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სოფელ ტანძიაში ფესტივალი „საბაობა 2025“ აღინიშნა

ღონისძიების ფარგლებში, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ თეატრალურ წარმოდგენას, კონცერტს ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. ფესტივალის ფარგლებში, ასევე, მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით შექმნილი საბავშვო სპექტაკლების ჩვენება და სპორტული აქტივობები მკლავჭიდსა და ჭადრაკში.

ფესტივალის დასკვნით ნაწილში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემთან ერთად 2024-2025 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."