სრული ინფორმაცია
ქალაქ ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ხარაბაძემ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა და საკრებულოს წევრებმა მოინახულეს.
აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს რაფიელ ერისთავის ქუჩაზე. პროექტი ითვალისწინებს ქვაფენილის მოწყობას, საცხოვრებელი სახლის ჭიშკრებისა და ღობეების შეცვლას, ასევე, გარე განათების ქსელის მონტაჟს. 1 099 000 ლარის ღირებულების სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს 6 000 კვადრატული მეტრი კეთილმოწყობილი ქუჩა შეემატება.
პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს 6 000 კვადრატული მეტრი კეთილმოწყობილი ქუჩა შეემატება.
ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები, აგრეთვე, აქტიურად მიმდინარეობს აკაკი წერეთლის ქუჩაზე.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტი დაიგება 1 180 კვადრატულ მეტრზე, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე და გარე განათების ქსელი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს, ასევე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: გიგა ნამიჭეიშვილი, ილია ჯალაღანია, ნიკა კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.