ბუბა გობეჯიშვილი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ნანახია: 35
სრული ინფორმაცია

ბუბა გობეჯიშვილი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ბუბა გობეჯიშვილმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 22 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელთა უმრავლესობას საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა წარმოადგენს.

აღნიშნული პროექტებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 700 000 ლარამდეა გამოყოფილი.

შეხვედრას მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, კონსტანტინე კორძაძე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, სოლომონ ჩარკვიანი და შესყიდვების განყოფილების უფროსი, გიორგი მათეშვილი ესწრებოდნენ.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."