სრული ინფორმაცია
ბოლნისის მუნიციპალიტეტი კამპანია „არა ნარკოტიკის“ ფარგლებში მიმდინარე მინი-ფეხბურთის ჩემპიონატს შეუერთდა.
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 11 ივნისს, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, მინი-ფეხბურთში, ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით 8 გუნდი მონაწილეობდა.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს ქალაქ ბოლნისისა და დაბა კაზრეთის გუნდები დაუპირისპირდნენ, ჩემპიონატის გამარჯვებული ქალაქ ბოლნისის გუნდი „ძველი სკოლა“ გახდა, მუნიციპალურ თასს დაეუფლა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულ გუნდს საჩუქრად ფულადი პრიზი გადაეცა.
ჩემპიონატს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი მირიანაშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, პაპუნა მუშკუდიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჩემპიონატის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება.