სრული ინფორმაცია
ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო” ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW - თან თანამშრომლობით 2025 წლის 28 მარტს პირველი თემატური ტრენინგი „კლიმატის ცვლილება - გამოწვევები და ბრძოლის ინსტრუმენტები“ გამართა ქალაქ ბოლნისში, რომელსაც CENN-ის დირექტორის მოადგილე, პროექტების მენეჯერი, კლიმატის ცვლილების მიმართულების ხელმძღვანელი ნინო თევზაძე უძღვებოდა.
ტრენინგი პროექტის „ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" ფარგლებში ,,ქართულ - გერმანულ ღვინის სახლში” მოეწყო და მას ადგილობრივი პედაგოგები, მოსწავლეები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენოლები ესწრებოდნენ.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა პროექტის აქტივობების, მიზანისა და არსის გაცნობისა და მოსმენის შემდეგ, უფრო ღრმად გაითვითცნობიერეს კლიმატის ცვლილების შედეგები, კლიმატის ცვლილების ეფექტი საქართველოს რეგიონებისთვის, კლიმატის ცვლილების შერბილება - მიტიგაცია, ადაპტაცია და გაიგეს თუ რა არის „კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია“, „კიოტოს ოქმი“, „პარიზის შეთანხმება“, „მერებისა“, და „ევროკავშირის მწვანე შეთანხმება“.
დამსწრე საზოგადოებამ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქში მაცხივრებელთა წინაშე დგას. გაიმართა ინტერაქციული დისკუსია, სადაც მთავრი აქცენტი სასმელი წლის უკმარისობაზე გააკეთდა, მულჩირებაზე, კომპოსტირებასა და კლიმატის ცვლილების ფიზიკურ ასპექტებზე.
გარდა ადგილობრივი პრობლემებისა, ტრენინგზე ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება ქალაქსა თუ სოფელში.
სოფლის მეურნეობა თითქმის ყველას აქვს, მაგრამ ნაკლებია ცოდნა და გამოცდილება, როგორ შექმნან კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი მეურნეობები ნაკლებჯ ემისიებით.
პროექტი „ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებისა და ენერგო ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატის ცვლილების მიმართ შემდეგი აქტივობების განხორციელებას.
პროექტში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლიდან და ქალაქიდან უკვე შეირჩა ხუთი კლიმატის ელჩი ქალი/გოგონა, რომლებიც საკუთარ სოციუმში კლიმატის ცვლილების ემისიების შესამცირებლად სხვადადსხვა ღონისძიებებს განახორციელებენ, გამართავენ ცნობიერების ასამაღლებელ საინფორმაციო შეხვედრებს.
პროექტი გულისხმობს ახალგაზრების ჩართულობასა და სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივების გახორცოელებას.
პროექტი ,,ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" 2025 წლის მარტში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.



