ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო” ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW - თან თანამშრომლობით მეექვსე საინფორმაციო შეხვედრა გამართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში.

ნანახია: 113
სრული ინფორმაცია

შეხვედრა პროექტის „ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" ფარგლებში სოფელი ფარიზის თემში მოეწყო და მას ადგილობრივი პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენოლები ესწრებოდნენ.


შეხვედრა კლიმატის ცვლილების რაობაზე საუბრით დაიწყო და ენერგო ეფექტურობის მნიშვნელოვან გავლენაზეც გამახვილდა ყურადღება.


ადგილობრივებმა პროექტის აქტივობების, მიზანისა და არსის გაცნობისა და მოსმენის შემდეგ, თავის მხრივ იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც სოფელში მაცხივრებელთა წინაშე დგას. მთავრი აქცენტი სასმელი წლის უკმარისობაზე გააკეთეს და აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ფარიზის ნახევარს წყალი ან გრაფიკით ან და საერთოდ არ აქვს , მეორე ნახევარი სასმელ წყალს სარწყავად იყენებს. არ არსებობს კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმი: ,,რა დავზოგოთ რაც არ გვაქვს?”. - ამბობდნენ ისინი.


სოფლის მეურნეობა თითქმის ყველას აქვს, მაგრამ ნაკლებია ცოდნა და გამოცდილება, როგორ შექმნან კლიმატის ცვლილების მინართ მდგრადი მეურნეობები.


გარდა ადგილობრივი პრობლემებისა, ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება ქალაქსა თუ სოფელში, ყურადღება აქაც გამახვილდა ნარჩენების მართვაზე, კომპოსტირების მექანიზმსა და პრაქტიკულ გამოყენებაზე.


შეხვედრის ბოლოს ერთხმად იქნა არჩეული “კლიმატის ელჩი ქალი” პედაგოგი მაია გაბიძაშვილი, რომელიც ფარიზის საჯარო სკოლის დირექტორია.


ქალბატინი მაია საკუთარ სკოლასა და სოფელში კლიმატის ცვლილების ემისიების შესამცირებლად, ცნობიერების ასამაღლებელ სხვადასხვა აქტივობებს განახორცოელებს.


მაია გაბიძაშვილი იქნება ჩართული ადგილობრივებთან ერთად, გარემოსდაცვითი და სასმელი წყლის პრობლემების ადვოკატირების გზით გადაჭრის პროცესშიც.


,,კლიმატის ელჩობის სტატუსი და გუნდურად, ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტ ძალასა და მოტივაციას მოგვცემს სოფლისთვის და ჩვენ მოსწავლეებისთვის მეტი ვაკეთოთ”- თქვა მან.


პროექტი „ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებისა და ენერგო ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატის ცვლილების მიმართ შემდეგი აქტივობების განხორციელებას.


პროექტში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლიდან და ქალაქიდან შეირჩევა ხუთი კლიმატის ელჩი ქალი/გოგონა, რომლებიც საკუთარ სოციუმში კლიმატის ცვლილების ემისიების შესამცირებლად სხვადადსხვა ღონისძიებებს განახორციელებენ, გამართავენ ცნობიერების ასამაღლებელ საინფორმაციო შეხვედრებს.


პროექტი გულისხმობს ახალგაზრების ჩართულობასა და სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივების გახორცოელებას.


პროექტი ,,ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" 2025 წლის მარტში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.
„ეს პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და ქალთა სათემო რადიო WW და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების შეხედულებებს.”
ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო” ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW - თან თანამშრომლობით მეექვსე საინფორმაციო შეხვედრა გამართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში.








 

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."