სრული ინფორმაცია
შეხვედრა პროექტის „ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" ფარგლებში ქალთა სათემო RadioWW - ის ოფისში მოეწყო და მას ადგილობრივი პედაგოგები, მოსწავლეები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.
თითოეულმა მათგანმა ყველა იმ საკითხზე გაამახვილა ყურადღება , რომელიც კლიმატის ცვლილების გავლენებსა და შედეგებს უკავშირდება, როგორც გარემოზე ქალაქში, ისე მოსახლეობაზე სოფლად.
შეხვედრაზე ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება ქალაქში, ნარჩენების მართვა, კომპოსტირება, დედამიწის რესურსების დაზოგვა, გლობალური პრობლემების ადგილობრივი გადაწყვეტა და ამით ემისიების შემცირება.
შეხვედრაზე ერთხმად იქნა არჩეული “კლიმატის ელჩი პედაგოგი” ნესტან ბუსხრიკიძე, რომელიც ქალაქ ბოლნისის სულხან- საბა ორბელიანის სახელობის 1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგია.ქალბატინი ნესტანი საკუთარ სკოლასა და სოციუმში კლიმატის ცვლილების ემისიების შესამცირებლად ცნობიერების ასამაღლებელ სხვადასხვა აქტივობებს განახორცოელებს. ნესტან ბუსხრიკიძის წვლილი დიდია არამხოლოდ გარემოსდაცვით საქმიანობაში, არამედ საგანამანათლებლო მიმართულებითაც.
კლიმატის ელჩობა მისცემს სტიმულს კიდევ უფრო მეტი აკეთოს ქალაქისთვის და მისი მოსწავლეებისთვის.
პროექტი „ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებისა და ენერგო ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატის ცვლილების მიმართ შემდეგი აქტივობების განხორციელებას.
პროექტში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლიდან და ქალაქიდან შეირჩევა ხუთი კლიმატის ელჩი ქალი/გოგონა, რომლებიც საკუთარ სოციუმში კლიმატის ცვლილების ემისიების შესამცირებლად სხვადადსხვა ღონისძიებებს განახორციელებენ, გამართავენ ცნობიერების ასამაღლებელ საინფორმაციო შეხვედრებს.
პროექტი გულისხმობს ახალგაზრების ჩართულობასა და სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივების გახორცოელებას.
პროექტი ,,ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" 2025 წლის მარტში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.
„ეს პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და ქალთა სათემო რადიო WW და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების შეხედულებებს.”



