ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარომ” ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW - თან თანამშრომლობით მესამე საინფორმაციო შეხვედრა გამართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში.

ნანახია: 110
სრული ინფორმაცია

შეხვედრა პროექტის „ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" ფარგლებში დაბა კაზრეთის დღის ცენტრში მოეწყო და მას ადგილობრივი პედაგოგები, მოსწავლეები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენოლები ესწრებოდნენ.


თითოეულმა მათგანმა ყველა იმ საკითხზე გაამახვილა ყურადღება , რომელიც კლიმატის ცვლილების გავლენებსა და შედეგებს უკავშირდება, როგორც გარემოზე დაბაში, ისე მოსახლეობაზე მუნიციპალიტეტსა და სოფლად.


დაბა კაზრეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცენტი მიწის წიაღისეულის კარიერულ წარმოებაზე, მის გავლენაზე კლიმატის ცვლილებებთან, გლობალურ პრობლემებზე, მდგრად განვითარებაზე, ემისიების შემცირებაზე, დაბის ძირითადი პრობლემების გადაჭრის გზებზე და მათ დამოკიდებულებაზე ბუნების მიმართ გააკეთეს.


შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, სადაც განიხილეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში ენერგიის დაზოგვა და ნარჩენების მართვა. დისკუსიის დროს დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს თავიანთი ცოდნა, გამოცდილება და შეხედულებები გაუზიარეს. დისკუსიის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც სასწავლო პროცესში თუ მის მიღმა მწვანე საქმიანობას ეწევიან და მოსალეობის ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.


შეხვედრაზე ერთხმად იქნა არჩეული “კლიმატის ელჩი პედაგოგი” ნინო მელიქიშვილი, რომელიც დაბა კაზრეთში საკუთარ სკოლასა და სოციუმში კლიმატის ცვლილების ემისიების შესამცირებლად ცნობიერების ასამაღლებელ სხვადასხვა აქტივობებს განახორცოელებს. ნინო მელიქიშვილის წვლილი გარემოსდაცვით საქმიანობაში დიდია და კლიმატის ელჩობა მისცემს სტიმულს კიდევ უფრო მეტი აკეთოს დაბისა და მოსწავლეებისთვის.


პროექტი „ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებისა და ენერგო ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატის ცვლილების მიმართ შემდეგი აქტივობების განხორციელებას.


პროექტში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლიდან და ქალაქიდან შეირჩევა ხუთი კლიმატის ელჩი ქალი/გოგონა, რომლებიც საკუთარ სოციუმში კლიმატის ცვლილების ემისიების შესამცირებლად სხვადადსხვა ღონისძიებებს განახორციელებენ, გამართავენ ცნობიერების ასამაღლებელ საინფორმაციო შეხვედრებს.


პროექტი გულისხმობს ახალგაზრების ჩართულობასა და სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივების გახორცოელებას.


პროექტი ,,ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" 2025 წლის მარტში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.

ესპუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო და ქალთა სათემო 

რადიოW და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების  შეხედულებებს.”


ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარომ” ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW - თან თანამშრომლობით მესამე საინფორმაციო შეხვედრა გამართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში.

 

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."