პროექტის „ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" ფარგლებში სოფელ ნახიდურში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნანახია: 155
სრული ინფორმაცია

ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარომ” ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW - თან თანამშრომლობით პირველი საინფორმაციო შეხვედრა გამართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში. რომელსაც ადგილობრივი ქალები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.


შეხვედრა პროექტის „ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" ფარგლებში მოეწყო და ყველა იმ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება , რომელიც კლიმატის ცვლილების გავლენებსა და შედეგებს უკავშირდება, როგორც გარემოზე რეგიონში, ისე ქალებზე მუნიციპალიტეტსა და სოფლად.

ყურადღება გამახვილდა იმ აქტივობებზე, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთობლივი ძალისხმევით ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების ემისიების შემცირებას.  ენერგიის დაზოგვა და ნარჩენების მართვა, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის შექმნა და ეკოსისტემებისადმი ზრუნვა, ასევე ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება .

შეხვედრაზე ერთხმად იქნა არჩეული ,,კლიმატის ელჩი გოგონა" ნურაი მუსტაფაევა, რომელიც სოფელ ნახიდურში საკუთარ სკოლასა და სოციუმში კლიმატის ცვლილების ემისიების შესამცირებლად ცნობიერების ასამაღლებელ სხვადასხვა აქტივობებს განახორცოელებს.

პროექტი „ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებისა და ენერგო ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატის ცვლილების მიმართ შემდეგი აქტივობების განხორციელებას.

პროექტში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლიდან და ქალაქიდან შეირჩევა ხუთი კლიმატის ელჩი ქალი/გოგონა, რომლებიც საკუთარ სოციუმში კლიმატის ცვლილების ემისიების შესამცირებლად სხვადადსხვა ღონისძიებებს განახორციელებენ, გამართავენ ცნობიერების ასამაღლებელ საინფორმაციო შეხვედრებს.

პროექტი გულისხმობს ახალგაზრების ჩართულობასა და სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივების გახორცოელებას.

„ეს პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და ქალთა სათემო რადიო WW და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების შეხედულებებს.”




 

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."