ბოლნისში ალილოს მსვლელობა მოეწყო

ნანახია: 31
სრული ინფორმაცია

მართლმადიდებლური სამყარო დღეს ქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბოლნისში, ტრადიციულად, წელსაც მოეწყო საშობაო მსვლელობა.
მოქალაქეები ბოლნისის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ნიშასთან შეიკრიბნენ, სადაც ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ქრისტესშობის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.
საშობაო ალილოს საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი შეუერთდნენ.

მეალილოეებმა შეგროვებული საშობაო ნობათი მოხუცთა სახლის ბენეფიციარებს გადასცეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.

საშობაო ალილოს ტრადიცია ბოლნისში მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით აღდგა და უკვე მე-18 წელია მრევლი სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მოხუცებს შეგროვებულ ნობათს ურიგებს.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."