სრული ინფორმაცია
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.


ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.


საშობაო ლიტურგიას მრევლთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი, დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი