სრული ინფორმაცია
დაბა კაზრეთში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, ქუჩის მუსიკოსებისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა. ასევე, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
საახალწლო ღონისძიება გალა-კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი, დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.