სრული ინფორმაცია
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით, 598 საარჩევნო უბანზე და მათ შორის ბოლნისს N23 ოლქის, როგორც ქართულ, ასევე ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ 23 უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება.
სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმამ" მოახდინა პროექტის "ეთნიკური უმცირესობის ინფორმირებულობა, ჩართულობის ხელშეწყობა=მონაწილეობას" ბენეფიციარი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.
იმიტირებულ კენჭისყრაზე ამომრჩევლები ადგილზე გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას.
დღეს სოფელ ნახიდურის 30 -ე უბანზე განხორციელებული იმიტირებულ კენჭისყრაზე საარჩევნო მოხელეებმა ამომრჩეველს განუმარტეს რეგისტრაციის პროცედურა, ასევე თავად ადგილზე გაიარეს ხმის მიცემის პროცედურები - რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება.