"სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის" ოფისში პროექტის "ეთნიკური უმცირესობის ინფორმირებულობა, ჩართულობის ხელშეწყობა=მონაწილეობას" პრეზენტაცია გაიმართა.

ნანახია: 118
სრული ინფორმაცია

ორგანიზაციის თავმჯდომარე, სამირა ისმაილოვამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროექტი, რომელიც ეხება საარჩევნო თემატიკას, მოსახლეობის ინფორმირების საჭიროებას, საარჩევნო პროცესებში ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდის უზრუნველსაყოფად არჩევნების თემატიკაზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.


არჩევნების დღის პროცედურების, ელექტრონული ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით იმიტირებული არჩევნების ჩატარებას.


პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობის ინფორმირებულობისა და არჩევნებში ჩართულობის/მონაწილეობის გაზრდის გზით დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისა და არჩევნების გამჭვირვალობის პროცესის ხელშეწყობა.


შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი შეფასებებიც გააკეთეს აღნიშნეს, რომ საინტერესო პროექტია. მიიღეს ბევრი ახალი ინფორმაცია და პირობა დადეს, რომ იქნებიან აქტიურები და დაეხმარებიან პროექტსა და ორგანიზაციას მოსახლეობასთან არჩევნების თემატიკაზე ინფორმაციის მიწოდებაში.


პრეზენტაციის დასასრულს 3 ენაზე მომზადებული ვიდეო რგოლის ჩვენება გაიმართა, რაზეც ახალგაზრდებმა სასურველი გამოთქვეს რომ კარგი იქნებოდა ვიდეო აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თუ იქნებოდა გახმოვანებული, რადგან 40 წლის ზემოთ მოსახლეობისათვის რთულია სუბტიტრებით ლათინური ასოებით ტექსტის წაკითხვა, ვინაიდან განათლება მიღებული აქვთ კირილური დამწერლობით.


პროექტის ღირებულება: 14, 000 ლარი პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე


შეხვედრა გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს HEKS-EPER Georgia ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.


პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან: Radio WW, საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი.


Heks-Eper საქართველო The Union of Azerbaijani Women of Georgia / აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი Radio WW


"სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის" ოფისში  პროექტის "ეთნიკური უმცირესობის  ინფორმირებულობა,  ჩართულობის ხელშეწყობა=მონაწილეობას" პრეზენტაცია გაიმართა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."