სრული ინფორმაცია
სოფელ ნახიდურში ახალი გზა მოეწყო
პროექტის ფარგლებში, ასფალტბეტონის საფარი 550 გრძივ მეტრზე დაიგო, ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 300 000 ლარი შეადგინა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან, ერთად სოფელ ნახიდურში შიდა საავტომობილო გზის დასრულებული სამუშაოები მოინახულა.