სრული ინფორმაცია
ზვიად ლომსაძე ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია.
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ბოლნისელმა სპორტსმენმა მოლდოვის რესპუბლიკაში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე 110+ კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ვულოცავ ზვიად ლომსაძეს ღირსეულ გამარჯვებას და მომავალშიც დიდ წარმატებას ვუსურვებ!",-წერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით სერაზადიშვილი სოციალურ ქსელში.