ბოლნისში სახურავების გადახურვისთვის ბოლო 8 წლის მანძილზე ბიუჯეტიდან 4 824 355 ლარი დაიხარჯა

ნანახია: 132
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის სახლის დაზიანებული სახურავების გადახურვისთვის ბოლო 8 წლის მანძილზე ბიუჯეტიდან 4 824 355 ლარი დაიხარჯა

აღნიშნული სამუშაოებისთვის 2024 წელს მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 745 170 ლარი გამოყო. ამ პროგრამით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ ეტაპზე, 35 სოციალურად დაუცველი ოჯახი ისარგებლებს.

2016-2024 წლებში, საერთო ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დაზიანებული სახლის სახურავი სოციალურად დაუცველ 311 ოჯახს შეუცვალა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 824 355 ლარი დაიხარჯა. ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ასაჯაროებს .

სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის სახლის დაზიანებული სახურავის შეცვლის მიმდინარე და დასრულებული პროექტები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."