სოფელ მამხუტში ბეტონის შიდა საავტომობილო გზა მოეწყო

ნანახია: 182
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან  ერთად, სოფელ მამხუტში შიდა საავტომობილო გზის მშენებლობის დასრულებული პროექტი მოინახულა.

მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების მიზნით, 490 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 194 000 ლარს შეადგენს.

დავით შერაზადიშვილი, ასევე, ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა, პირადად მოისმინა მათი საჭიროებები და მომავალში დახმარებას დაჰპირდა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."