სრული ინფორმაცია
სოფელ სამტრედოში ბეტონის ახალი გზის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 300 000 ლარი დაუჯდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ სამტრედოში შიდა საავტომობილო გზის მშენებლობის დასრულებული პროექტი მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, სოფელში 404 გრძივი მეტრი ბეტონის გზა დაიგო. ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი.