სრული ინფორმაცია
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკის დღე სლოგანით „განახლებადი ენერგია ჯანსაღი გარემოსთვის!“ აღინიშნა.
მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ქალაქ ბოლნისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის სოფელ რაჭისუბანში საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო. ერთ-ერთი მეღვინის ვენახში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მეტეოსადგურია დამონტაჟებული, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს და 600-მდე სენსორის კონფიგურაციისა და დაკავშირების შესაძლებლობა გააჩნია.
დავით შერაზადიშვილი ახალგაზრდებს მდგრადი ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში დღემდე განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, ბოლნისის აგროცენტრის ხელმძღვანელმა ნიკა მინდიაშვილმა კი მოსწავლეებს მეტეოსადგურის ფუნქციები დეტალურად გააცნო.