ქალები და სამოქალაქო აქტივიზმი

ნანახია: 277
სრული ინფორმაცია

Global Fund for Women, ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერილი პროექტის: „ქალები გენდერული თანასწორობისათვის“, რომელსაც ახორციელებს ქვემო ქართლის ქალთა ასოცოაცია „ქალი და სამყარო“, ფარგლებში გაიმართა ვებინარი „ქალები და სამოქალაქო აქტივიზმი“.

✔️ვებინარს უძღვებოდა საინიციატივო ჯგუფის: „ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალები საქართველოში“ წარმომადგენელი: ულქერ გუსეინოვა.

✔️შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა საკითხებზე: რა როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა ძალადობისგან დაცვა და ქალთა განათლების ხელშეწყობა, ქალთა სამოქალაქო აქტიურობის მნიშვნელობა ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის და ა.შ.

✔️ვებინარს ესწრებოდნენ საინიციატივო ჯგუფის: „ქვემო ქართლის ახალგაზრდა სომეხ ქალთა კავშირის“ წარმომადგენლებიც.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."