სრული ინფორმაცია
ქალაქ ბოლნისში დღეიდან ახალი, კომფორტული, EURO 5 სტანდარტის ავტობუსები იმოძრავებს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით რეგიონებს ახალი ავტობუსები გადაეცათ.
პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს 4 ერთეული ავტობუსი გადაეცა. 3 ავტობუსი სოფელ რატევნის, ქალაქი ბოლნისისა და სოფელ რაჭისუბნის მიმართულებით იმოძრავებს, ერთი მათგანი კი ბოლნისი-დაბა კაზრეთისა და სოფელი ბალიჭის ხაზს მოემსახურება.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.