ლელა გელაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

ნანახია: 318
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგ ლელა გელაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა

ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგ ლელა გელაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

ეს წარმატება პედაგოგს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირადად მიულოცა და მას დამსახურებული მასწავლებლის სიგელი, სამკერდე ნიშანი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე და ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე ესწრებოდნენ.

„N1 საჯარო სკოლის პედაგოგ ლელა გელაძეს მსურს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მივულოცო. მას ჩვენს მუნიციპალიტეტში განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და მომავალშიც არაერთი წარმატება ვუსურვო. დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება თითოეული პედაგოგისთვის დიდი პატივია და მოხარული ვარ, რომ ეს წოდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოღვაწე არაერთ მასწავლებელს აქვს მიღებული“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."