სოხუმის დაცემის დღიდან 29 წელი გავიდა

ნანახია: 257
სრული ინფორმაცია

სოხუმის დაცემის დღიდან 29 წელი გავიდა

ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად, სოფელ რაჭისუბანში მდებარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა, სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა. აფხაზეთის ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ გმირებს პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიაგეს.

აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულ მეომართა ოჯახებს ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწიათ. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები დაეშვა.

„29 წლის წინ, 13-თვიანი ომის შემდეგ, ქალაქი სოხუმი დაეცა და ამ მოვლენამ ჩვენს გულებში დიდი სიცარიელე და ტკივილი დატოვა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 3 გმირულად დაიღუპა, 14 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. აღსანიშნავია, რომ დაკარგული მეომრებიდან ერთ-ერთის, ლევან მემანშვილის ნეშტის იდენტიფიცირება გასულ წელს მოხდა. ამ მეომრების თავდადებას ჩვენ არასდროს დავივიწყებთ. დღეს სწორედ მათ მივაგებთ პატივს და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა ამ გმირების ხსოვნა მომავალ თაობებსაც გადავცეთ”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."