სრული ინფორმაცია
ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში, სტრესის მართვის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, ფსიქოლოგი თამარ გოგოლაძე სტრესზე და მასთან გამკლავების გზებზე ესაუბრა.
პრეზენტაცია მოიცავდა საკითხებს, როგორიცაა: სტრესის წყაროები – საიდან ჩნდება და რა ზემოქმედებას ახდენს; სტრესთან გამკლავების სავარჯიშოები.
როგორც თანამედროვე ფსიქოლოგიაშია ცნობილი, სტრესი სამი ძირითადი ფაქტორით არის გამოწვეული: ყოველდღიური ცხოვრებისეულ სიტუაციები; მოულოდნელი უარყოფითი და გლობალურ ცვლილები.
ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ სტრესისგან თავის დაღწევის გზები ამგვარია:
- საკუთარ ცხოვრებაში სრული ჩართულობა;
- საკუთარი ღირებულებებისკენ სწრაფვა;
- საქმიანობაზე ფოკუსირება და უკეთ შესრულება;
- მეტი სიამოვნების მიღება პროცესისგან;
ღონისძიება, გაიმართა პროექტის ფარგლებში „ Her home – ქვემო ქართლში ქალთა ფსიქოლოგიური და სამართლებრივი მხარდაჭერის ცენტრის შექმნა“, რომელსაც „ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge” ახორციელებს „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტის განხორციელებას ადგილობრივი „ქალთა ოთახი“ უწყობს ხელს. თანამშრომლობის შედეგად, ქალაქ ბოლნისში პროექტის ფარგლებში უკვე მესამე შეხვედრა გაიმართა.
112 – გადაუდებელი დახმარების ცენტრი
14-81 სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი
116-006 ოჯახში ძალადობისგან დაცვის ცხელი ხაზი
წყარო: QvemoQartli.ge