ბოლნისში პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნანახია: 474
სრული ინფორმაცია


 დღეს მერსი ქორფსის წარმომადგენლობამ საქართველოში (Mercy Corps Georgia) ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ .


დღესვე მერსი ქორფსის წარმომადგენლობამ საქართველოში პროექტის პარტნიორ ორგანიზაციასთან ,,ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან" ოფიციალურად გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.


შეხვედრას  18-35 წლის ახალგაზრდები და პროექტით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ და ის ვსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE), პარტნიორ ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად წარიმართა.

 

საინფორმაციო შეხვედრაზე გაჟღერდა ყველა ის ინფორმაცია, რაც დაგეგმილია პროექტის ფარგლებში ტრენინგების, ფინანსური მხარდაჭერისა და სხვა აქტივობების მიმართულებით. მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ მეტი ინფორმაცია პროექტის ბენეფიტებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ.

პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისათვის“ (RDYE) ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ ახალგაზრდას (50% ქალი), ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.


RDYE პროექტში მონაწილეობის მიღება კი შეუძლიათ 18-35 წლის ახალგაზრდებს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან ესენია :

ქვემო ქართლი  რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა

სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა

შიდა ქართლი  გორი, ქარელი, კასპი

მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი


პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საბაზისო ტრენინგები დაიწყება 2022 წლის მაისში. რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ, შემდეგ ბმულზე: www.bit.ly/3iOl8bi.

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს  ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."