ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის ინიციატივის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის" გრანტი მეორედ მიიღო

ნანახია: 462
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის ინიციატივის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის" გრანტი მეორედ მიიღო
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებს შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელმაც ევროკავშირის ინიციატივის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG) გრანტი მეორედ მოიპოვა.

2-წლიან პროექტს, „ბოლნისის მოდელი - წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ მუნიციპალიტეტი CURSUS-თან ერთად განახორციელებს.
250 ათასი ევრო ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვების დიჯიტალიზაციაზე, „მწვანე ქალაქის“ კონცეფციასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებაზე, აგროპროდუქციის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნასა და სხვა აქტივობებზე დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის გრანტი, 380 000 ევროს ოდენობით, პირველად 2018 წელს მოიპოვა. გრანტით გათვალისწინებული პროექტის ,,ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება" ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში „აგროცენტრი“ აშენდა, თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ბოლნისის ისტორიულ ნაწილში ტურისტული მარკირების ნიშნები დაიდგა.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."