დავით შერაზადიშვილმა 2021 წელი შეაჯამა

ნანახია: 401
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა 2021 წელს განხორციელებული პროექტები და პროგრამები შეაჯამა


ძვირფასო ბოლნისელებო, მალე 2022 წელი შემობრძანდება. ბოლნისსა და სრულიად საქართველოს  მთელი გულით ვულოცავ ახალ წელს. 2022 წელი ყოველი თქვენგანის ოჯახისთვის ბედნიერების, წარმატებისა და მშვიდობის მომტანი ყოფილიყოს!


უპირველეს ყოვლისა მინდა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამოცხადებული ნდობისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა და გპირდებით, რომ  მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის, ძალ-ღონეს არ დავიშურებ.


მსურს, 2021 წელს   მუნიციპალიტეტში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები მოკლედ შევაჯამო.


კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ხელშეწყობა


სამწუხაროდ, 2 წელია სრულიად მსოფლიოს პანდემიურ პირობებში უწევს ცხოვრება. ჩვენი უპირველესი მიზანი სწორედ პანდემიის დამარცხებაა.  უხილავ მტერთან ბრძოლის ეფექტური საშუალება  კი მასობრივი ვაქცინაციაა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ამ მხრივაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, „ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, საქართველოს მასშტაბით პირველი დარეგისტრირდა იმუნიზაციის მიმწოდებელ დაწესებულებად და ცენტრის   ბაზაზე შექმნა სამი მობილური ბრიგადა, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციას უზრუნველყოფს.


ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი თვითმმართველობა, მერია და საკრებულო. ჩვენმა დეპუტატებმა, საჯარო მოხელეებმა, მათ შორის მეც, ოჯახთან ერთად, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გავიკეთეთ. ამ პროცესში მონაწილეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა საზოგადოებისთვის პატივსაცემმა მოქალაქეებმაც მიიღეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.


ჩვენს მოქალაქეებს, რომ ვაქცინის მიღება გაადვილებოდათ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გაიზარდა ამცრელი პუნქტების რაოდენობა.  ამ ეტაპზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მობილური ბრიგადების გარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, შპს „ტრიომედში“, დაბა კაზრეთის პოლიკინიკასა და სოფელ ქვეშის საექიმო ამბულატორიაშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 18 000-მდე ვაქცინა გაკეთდა, ეს პროცესი კი  2022 წელსაც გაგრძელდება და ადგილობრივი ხელისუფლება, ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, კვლავ აქტიურად იმუშავებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."