თავისუფლების 104 წელი - ნანა ალიევას ბლოგი

ნანახია: 955
სრული ინფორმაცია

დემოკრატიის ისტორიაში არის ისეთი ნათელი დღეები, რომლებიც უნდა აღინიშნოს სპეციალური ასოებით, განსაკუთრებული სიმტკიცით ჩაიწეროს დემოკრატიის მეხსიერებაში და განსაკუთრებული ზეიმით უნდა აღინიშნოს.

ნანა ალიევა , ბოლნისი 


ჩვენი დემოკრატიისთვის ერთ-ერთი ასეთი დღეა 26 მაისი. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. უმნიშვნელოვანესი დღესასწაული 1918 წლიდან იღებს სათავეს.

რუსეთის ბურჟუაზიულ რევოლუციას იმპერიის დაშლა მოჰყვა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.


საქართველოს დამოუკიდებლობას იმთავითვე მტრულად შეხვდა ბოლშევიკური რეჟიმი, რომლის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა.

1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა. ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა. საქართველო 70 წელი ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1991 წლიდან მოყოლებული, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.


საქართველო მრავალი ერის სამშობლოა. დღეს არა მარტო ქართველების, არამედ საქართველოს ყველა ერის, მთელი საქართველოს დემოკრატიის დღესასწაულია. 26 მაისი ქართული დემოკრატიის სიმამაცის საუკეთესო დასტურია: მან ეს ნაბიჯი სრული სიმამაცით, შეგნებით და წინდახედულებით გადადგა.

უფრო რთული, საშიში და საპასუხისმგებლო იყო ამ ნაბიჯის გადადგმა. 104 წელი გავიდა. დღეს ჩემი დღეა, დღეს შენი დღეა, დღეს ჩვენი დღეა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."