Novavax-ი კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" ვაქცინაზე მუშაობას იწყებს

ნანახია: 401
სრული ინფორმაცია

კომპანია Novavax-ი კორონავირუსის ახალ "ომიკრონის" ვარიანტთან საბრძოლველად ვაქცინაზე მუშაობას იწყებს.

ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ შიშობენ, რომ ომიკრონის ვარიანტი შეიძლება იყოს უფრო გადამდები და მდგრადი ამჟამინდელი ვაქცინების მიმართ, ,,სპაიკ ცილის“ 30 მუტაციის გამო.

სპაიკ ცილა არის ძირითადი მოლეკულა, რომელიც SARS-CoV-2 ვირუსის ზედაპირზეა განლაგებული და სწორედ მისი დახმარებით ვირუსს შეუძლია მასპინძელ უჯრედებში შეღწევა და მთელ ორგანიზმში გავრცელება.

Novavax-ის განცხადებით, მის ვაქცინაში "ომიკრონის" ვარიანტის მუტირებული სპაიკ ცილა იქნება, შესაბამისად ეს ადამიანებს იმუნური პასუხის გამომუშავებაში დაეხმარება.

კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით ტესტირებასა და წარმოებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ვაქცინის სხვა მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს იმის შეფასება, რამდენად ეფექტურია მათი ვაქცინები აღნიშნული ვარიანტის წინააღმდეგ.

BioNTech-მა პარასკევს განაცხადა, რომ კომპანიამ ორ კვირაში გაიგებს, რამდენად იმოქმედებს Pfizer-ის მიერ შემუშავებული ვაქცინა "ომიკრონის" შტამთან საბრძოლველად.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."