Главная > ქალი და სამყარო > ტრენინგ- ვებინარში ,,სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე" აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები ჩაერთვნენ

ტრენინგ- ვებინარში ,,სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე" აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები ჩაერთვნენ


15-01-2021, 15:31. Разместил: mariko
15 იანვარს Zoom პლატფორმის საშუალებით,  ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო"  ონლაინ ტრენინგ-ვებინარი გამართა თემაზე: ,,სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე, როგორც დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ქმედება. გენდერული დისკრიმინაციის ცნება შრომით ურთიერთობებში, კანონმდებლობა და სექსუალური შევიწროების ამკრძალავი მექანიზმები"
ვებინარის 30-ზე მეტმა მონაწილემ ინფორმაცია მიიღო  ისეთი საკითხებზე,  როგორიცაა: დასაქმების ადგილებში გენდერული დისკრიმინაცია და სექსუალური შევიწროების არსებობა, რომელიც ქალებისთვის ქმნის მტრულ გარემოს და ხელს უშლის მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.
ტრენინგ-ვებინარში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის  სოფელ ნახიდურისა და ზოგადად ქვემო ქართლში მცხოვრებ აქტიურ ქალებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს,  ქვემო ქართლის მასშტაბით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, სათემო ცენტრებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ ან დაინტერესებულნი არიან ქალთა შრომითი უფლებების საკითხებით.   
ვებინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და დისკუსიის ფორმატმა საშუალება მისცა მონაწილეებს ტრენინგის თემა პრაქტიული მაგალითებით გაეშალათ, რაც მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა. 
ტრენინგზე მიღებული ცოდნა და ინფომაცია მონაწილეებს დაეხმაება კიდევ უფრო ინფორმირებულები გახდნენ და საჭირო ცოდნა გამოიყენონ, როგორც სამუშაო პრაქტიკაში, ისე  საკუთარ თემში. მუნიციპალურ დონეზე უზრუნველყონ ქალთა შრომითი ურთიერთობების კუთხით ადვოკატირების კამპანიები.
ტრენინგ-ვებინარი  გაიმართა ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციის ,,ქალი და სამყარო" პროექტის: “ქალთა კოალიცია და ქალთა რადიო WW შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის  პრევენციისთვის“ ფარგლებში, რომელიც ქალთა ფონდი საქართველოში  და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 
პროექტის მიზანია ქალთა ჩართულობით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში. 


  

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალთა კოალიცია და ქალთა რადიო WW შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის  პრევენციისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

Вернуться назад